წყალდიდობით დაზარალებულებს კომპენსაციის მიღება უკვე შეუძლიათ

გამოწერა
დაზარალებულებმა კომპენსაციის მისაღებად რაიონულ ადმინისტრაციებსა და მერიის ქონების მართვის სააგენტოს უნდა მიმართონ.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. წყალდიდობით დაზარალებულებმა 7 ივლისიდან, ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, მერიის ქონების მართვის სააგენტოს ან  რაიონულ ადმინისტრაციებს უნდა მიმართონ, იუწყება თბილისის მერიის პრეს–სამსახური

როგორც ვაკის გამგებელმა ლაშა აბაშიძემ განმარტა, თუ სახლი რეაბილიტაციას ექვემდებარება, დაზარალებულმა შესაბამის რაიონულ ადმინისტრაციას უნდა მიმართოს, ხოლო მათ, ვისი სახლიც სრულად დაინგრა ან არ ექვემდებარება აღდგენას, მერიის ქონების მართვის სააგენტოში მოუწევთ მისვლა. 

ამასთან, მათ შეუძლიათ აირჩიონ კომპენსაციის გაცემის ორი ვარიანტიდან ერთ–ერთი. პირველი ვარიანტის მიხედვით, დაზარალებულ ოჯახს პირველ ეტაპზე მიეცემა სულადობის მიხედვით მისთვის განსაზღვრული ფართის ოდენობის თანხა, ხოლო მას შემდეგ, რაც დადასტურდება ოჯახის უძრავი ქონების განსახლების ზონაში მოხვედრა, თბილისის მერია მის უძრავ ქონებას სტიქიამდე არსებული საბაზრო ღირებულებით სრულად გამოისყიდის. მეორე ვარიანტით კი, დაზარალებულ ოჯახს შეუძლია პირდაპირ მიმართოს მუნიციპალიტეტს და თბილისის მერია მის უძრავ ქონებას, ოჯახის სულადობის მიხედვით, დაუყოვნებლივ აანაზღაურებს ასევე საბაზრო ღირებულებით. თუ აღმოჩნდება, რომ დაზარალებულთა სახლები ახალ ფართზე ძვირი ღირდა,  სხვაობას აუნაზღაურებენ.  

მერიის მიერ დაზარალებულებთან კონსულტაციების შედეგად შემუშავებული ზარალის ანაზღაურების პროექტი საკრებულომ 5 ივლისის სხდომაზე დაამტკიცა. 

ზარალის ანაზღაურება წინასწარ მომზადებული დოკუმენტაციის საფუძველზე ხდება. შესაბამისი დასკვნები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ მოამზადა, რომელიც ქონების საბაზრო ღირებულებას განსაზღვრავს, განაცხადა მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კარლო ლაფერაძემ. 

 


ყველა ახალი ამბავი
0