მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ნაყინი მაიმუნებისათვის და დათვებისათვის: რომში ცხოველებს სიცხისგან იცავენ

გამოწერა
რომში ზოოპარკის თანამშრომლებმა სიცხისგან დასაცავად ცხოველები ნაყინებით და საზამთროებით გამოკვებეს. იხილეთ ვიდეო, როგორ მიირთმევენ ტკბილეულს ლემურები, მაკაკები და დათვები.

რომში ზოოპარკის თანამშრომლებმა სიცხისგან დასაცავად ცხოველები ნაყინებით და საზამთროებით გამოკვებეს. იხილეთ ვიდეო, როგორ მიირთმევენ ტკბილეულს ლემურები, მაკაკები და დათვები.

იაპონურმა მაკაკებმა, ლემურებმა და მურა დათვებმა ტკბილეული მიიღეს. ქალაქის ზოოპარკის დირექტორმა ფედერიკო კოჩილამ განაცხადა, რომ ეს ცხოველებს არამხოლოდ სიცხის დაძლევაში დაეხმარება, არამედ გონებრივი აქტივობის განვითარებასა და კარგი ფიზიკური ფორმის შენარჩუნებაში მოეხმარება.

"ჩვენ მათ ნაყინს იმიტომ ვაჭმევთ, რომ უფრო აქტიურები და მოძრავები გავხადოთ. მათ უნდა იფიქრონ, რომ ნაყინი ხილსა და ბოსტნეულს შეიცავს. ეს მათი ინტელექტის განვითარებას უწყობს ხელს", — აღნიშნა კოჩილამ.

სიცხემ მოიცვა იტალიის დედაქალაქი, კვირას 33 გრადუსი ცელსიუსით სიცხე დაფიქსირდა. მოსალოდნელია, რომ ცხელი ამინდები გაგრძელდები შემდეგი კვირის განმავლობაში, ტემპერატურის მაქსიმუმი იქნება 35 გრადუსი ცელსიუსით.

ყველა ახალი ამბავი
0