2 წელიწადში თბილისში ახალი მეტროსადგური აშენდება

© photo: Sputnik / Анна Волкова / გადასვლა მედიაბანკშიმეტრო
მეტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამუშაოს მთლიანი ღირებულება 83 მილიონ ლარზე მეტია. მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისში მერტოსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობას იწყებს. 

 „ახალი, რიგით 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა ვაკე-საბურთალოს რაიონში დაიწყება და 2 წელიწადში დასრულდება“, — იტყობინება ფონდი. 

 პროექტის რეალიზაციის შედეგად, თბილისში მეტროს ახალი სადგური გაჩნდება და ამოქმედდება კიდევ ერთი გვირაბი მეტროსადგურებს — „ვაჟა ფშაველასა“ და „დელისს“ შორის. სამუშაოს მთლიანი ღირებულება 83 მილიონ ლარზე მეტია.  მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს. 

საქართველოს დედაქალაქში მეტრო 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში, რიგით მეოთხე იყო — მოსკოვის, პიტერისა და კიევის შემდეგ. 2000 წლიდან, რაც თბილისის მეტროპოლიტენის ბოლო სადგური გაიხსნა, მისი ხაზების საერთო სიგრძე 26,3 კმ. მეტრია. ამჟამად თბილისში 22 მეტროსადგური ფუნქციონირებს, რომელიც 2 ხაზზეა განლაგებული. 

მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობა თბილისში ჯერ კიდევ 1990 წელს დაიწყო, მაგრამ შეჩერდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0