თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. ცნობილი უკრაინული ჯგუფი "Бумбокс" —ის კონცერტი იგეგმება შავი ზღვის პირა კურორტ ბათუმში 30 ივლისს. ამის შესახებ ღონისძიების გვერდი სოციალურ ქსელ Facebook-ში იტყობინება.
კონცერტი ახალ ბულოვარზე — ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე შედგება. ბილეთების გაყიდვა მალე დაიწყება — იტყობინება კონცერტის ორგანიზატორი კომპანია C-N GROUP. ამასთან ბილეთების უფასოდ მიღების მსურველებს კონკურსში მონაწილეობას სთავაზობს.
„კონკურსის პირობები ძალიან მარტივია: ვიღებთ ვიდეოს, რომელშიც ვსაუბრობთ რატომ მივდივართ "Бумбокс"-ის კონცერტზე, შემდეგ კი გადაღებულ ვიდეოს ვდებთ ღონისძიების გვერდზე“, ნათქვამია შეტყობინებაში.
ვიდეო რგოლის ავტორები Facebook-ის გვედრზე „მოწონებით“ შეფასდებიან. გამარჯვებული ვიდეოს ავტორი მიიღებს after party-ს ბილეთს. მეორე ადგილზე გასული — 3 ბილეთს, მესაემზე — 2-ს და მეოთხეზე —1 ბილეთს.
უკრაინული ჯგუფი "Бумбокс", რომლის შემოქმედებაშიც შერწყმულია როკი, რეგი, ჯაზი, ხიპ-ხოპი და სოული 2004 წლის შუა ხანებში შეიქმნა. 2005 წლის აპრილში მისი პირველი ალბომი „მელომანია“ გამოვიდა, რომელიც რეკორდულად მცირე დროში — 22 საათში ჩაიწერა.
ჯგუფი რამდენიმე სხვადასხვა ფესტივალის მონაწილეა, ასევე „ოქროს გრამოფონისა“ და "Муз ТВ"-ს პრემიის მფლობელი, როგორც საუკეთესო ხიპ-ხოპ ჯგუფი.