მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის პირველობაზე 11 მედალი მოიპოვეს

© https://www.facebook.com/sport.youth.georgiaქართველ ძიუდოისტთა 17 წლამდე ნაკრები
ქართველ ძიუდოისტთა 17 წლამდე ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბულგარეთში გამართულ პირველობაზე ქართველებმა ვაჟებში, გოგონებსა და გუნდურ შეჯიბრში 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. 17 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ეროპის გუნდური პირველობა მოიგო. ფინალში საქართველოს ნაკრები ჰოლანდიის ნაკრებს შეხვდა და ანგარიშით 4:1 დაამარცხა. ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო იტყობინება. 

 ბულგარეთში გამართულ პირველობაზე ქართველებმა ვაჟებში, გოგონებსა და გუნდურ შეჯიბრში 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

 „გოგონებში ოქროს მედალი და ევროპის ჩემპიონის ტიტული მზია ბებოშვილმა დაისაკუთრა. 52კგ წონით კატეგორიაში მზიამ ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა ისრაელის გუნდის წევრი შირ კელნერი, იტალიელი ლუდოვიკა ლენტინი, ხორვატი ტიეა ტოპოლოვიჩი, რუსი მარგარიტა შრაინერი და ავსტრიელი ლისა დენგი. მზია ბებოშვილი პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალია, რომელმაც პირველხარისხოვან შეჯიბრებაში მოიპოვა მედალი", –  ნათქვამია ინფორმაციაში.

 სოფიაში გამართულ ევროჩემპიონატზე მზია ბებოშვილის ოქროს გარდა, გოგონათა გუნდზე კიდევ ერთი მედალია — მარიამ ჭანტურიამ (57კგ) მესამე ადგილი დაიკავა.

 ევროპის ჩემპიონატის დარჩენილი 9 ჯილდო ქართველ ჭაბუკთა ანგარიშზეა, რომლებიც სპეციალისტთა განცხადებით, კონტინენტური პირველობის ფავორიტებად ითვლებოდნენ. 

 პირადში ევროპის ჩემპიონი ლაშა დუდაშვილი გახდა (73კგ), გიორგი ნიაზაშვილმა (50კგ), გოგა ქევხიშვილმა (81კგ) და ზაურ კენჭაძემ (90კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს, რობინზონ ბეგლარაშვილი (60კგ), ბაგრატ ნინიაშვილი (66კგ), ონისე სანებლიძე (90კგ) და გელა ზაალიშვილი (+90კგ) კი მესამე ადგილზე გავიდნენ.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0