პარლამენტის დეპუტატმა კოლეგებს კუჭის აშლილობის დიაგნოზი დაუსვა

© photo: Sputnik / Антон Денисов / გადასვლა მედიაბანკშისაზამთროს მოსავალი
საზამთროს მოსავალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
"ნახევარი თბილისი საზამთროს და ნესვის გამო კუჭის აშლილობით დადის. როდესმე ვინმე შეამოწმებს რა საზამთრო და ნესვი იყიდება?“ - აცხადებს თემურ მაისურაძე.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. ფრაქცია „ქართული ოცნება — ეროვნული ფორუმის“ წევრის თემურ მაისურაძის ვარაუდით, პარლამენტარები სხდომებს საზამთროთი მოწამვლის გამო აცდენენ.

 "ნახევარი თბილისი საზამთროს და ნესვის გამო კუჭის აშლილობით დადის. როდესმე ვინმე შეამოწმებს რა საზამთრო და ნესვი იყიდება? ბავშვი საზამთროს მთხოვს, მეშინია და ვერ ვყიდულობ. ვინმე ამას შეამოწმებს და ამ საზამთროს გაანადგურებს? ყველამ ვიცით, ეს რა სერიოზული პრობლემაა. გასულ წელს, ჩემს ოჯახში სამჯერ იყო მოწამვლის პრობლემა. წელს, საზამთრო არ გვიჭამია, მაგრამ მეზობლებს კუჭი აქვთ აშლილი და აქეთ-იქეთ დარბიან. მგონი, ზოგიერთი დეპუტატი სხდომას იმიტომ აცდენს, რომ კუჭი აქვს აშლილი“, — განაცხადა მაისურაძემ ორშაბათს, 6 ივლისს. 

ეს განცხადება დეპუტატმა დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გააკეთა. კომიტეტები გენმოდიფიცირებული პროდუქციის ეტიკეტირების საკითხს განიხილავდნენ. 


ყველა ახალი ამბავი
0