მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პუტინმა ციპრასთან საბერძნეთის რეფერენდუმის შედეგები განიხილა

© photo: Sputnik / Сергей Гунеев / გადასვლა მედიაბანკშიპუტინი და ციპრასი
პუტინი და ციპრასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვლადიმერ პუტინმა საბერძნეთის პრემიერთან სატელეფონო საუბრისას ბერძენ ხალხს ქვეყნის წინაშე არსებული სიძნელეების გადალახვაში მხარდაჭერა გამოუცხადა.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან ალექსის ციპრასთან სატელეფონო საუბრისას საბერძნეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები განიხილა და ასევე ბერძენ ხალხს ქვეყნის წინაშე არსებული სიძნელეების გადალახვაში მხარდაჭერა გამოუცხადა, იუწყება რუსული საინფორმაციო სამსახური ”რია ნოვოსტი”.

სატელეფონო საუბარი ბერძნული მხარის ინიციატივით გაიმართა.

”სატელეფონო საუბრისას განიხილეს საბერძნეთში გამართული რეფერნდუმის შედეგები, რომელიც საერთაშორისო კრედიტორების მიერ ათენისთვის ფინანსური მხარდაჭერის წარდგენის პირობებზე ჩატარდა და ასევე რუსეთ-საბერძნეთის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების ზოგიერთი საკითხი”, — აღნიშნულია კრემლის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

პუტინმა ბერძენ ხალხს ქვეყნის წინაშე არსებული სიძნელეების გადალახვაში მხარდაჭერა გამოუცხადა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0