თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილის შენობის დემონტაჟისას უსაფრთხოების ზომების შესაძლო დარღვევის ფაქტზე საქმე აღიძრა. შენობის დემონტაჟისას ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.
სპორტის სასახლის უკან, აფაქიძის ქუჩაძე მდებარე შენობის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად, ადგილზე დაიღუპა სამი ადამიანი, მეოთხე კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმების განმარტებით, პაციენტს მრავლობითი სახის ტრავმა აღენიშნებოდა, რომლებიც სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო.
როგორც შსს-ში ჟურნალისტებს განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით – უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას – მიმდინარეობს.