მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა კვლავ დაიპყრეს ქალაქი აინ-ისა

© photo: Sputnik / Дмитрий Виноградов / გადასვლა მედიაბანკშიტყვეები
ტყვეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორი კვირის წინ ქურთი მეამბოხეები ქალაქ აინ-ისას დაეუფლნენ, რომელიც მანამდე „ისლამური სახელმწიფოს“ ხელში იყო. ქალაქის გათავისუფლების ოპერაციაში აშშ-ის ავიაციაც იყო ჩართული.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა ორშაბათს კვლავ აიღეს ქალაქი აინ-ისა და იქიდან ქურთების რაზმები გაყარეს, იუწყება სააგენტო „როიტერი“ სირიის ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგის ცენტრზე დაყრდნობით. 

ორი კვირის წინ ქურთი მეამბოხეები ქალაქ აინ-ისას დაეუფლნენ, რომელიც მანამდე „ისლამური სახელმწიფოს“ ხელში იყო. ქალაქის გათავისუფლების ოპერაციაში აშშ-ის ავიაციაც იყო ჩართული, აღნიშნავს რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. 

აინ-ისა ქალაქ რაკადან – სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ფაქტობრივი დედაქალაქიდან – 30 კვ. მეტრის დაშორებით მდებარეობს. 

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ დღეისათვის მსოფლიოს უმთავრეს საფრთხეს წარმოადგენს. სამი წლის განმავლობაში ტერორტისტებმა ერაყისა და ირანის  მნიშვნელოვანი  ტერიტორიების დაპყრობა შეძლეს. გარდა ამისა, ისინი ცდილობენ საკუთარი გავლენა გაავრცელონ ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში, კერძოდ, ლიბიაში. სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, „ისლამური სახელმწიფო“ 90 ათას კვ. მეტრ ტერიტორიას აკონტროლებს, რომელზეც ტერორისტებმა ე.წ. ხალიფატი გამოაცხადეს – თავისი კანონებითა და ხელისუფლების ორგანოებით. ექსტრემისტული ორგანიზაციის წევრთა რაოდენობა, სხვადასხვა მონაცემებით, 50-დან 200 ათას ბოევიკამდე მერყეობს.

„ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის ერთიანი ფრონტი არ არსებობს. დაჯგუფებას ებრძვიან სირიისა და ერაყის სამთავრობო ჯარები, საერთაშორისო კოალიცია აშშ-ის მეთაურობით (ისინი მხოლოდ საჰაერო დარტყმებით შემოიფარგლებიან), ქურთები და ასევე ლიბანელი თუ ერაყელი შიიტი მეამბოხეები.  საომარი მოქმედებების შედეგად დაიღუპა ასობით ათასი მშვიდობიანი მაცხოვრებელი, ხოლო რამდენიმე მილიონი ლტოლვილად იქცა. 

 


ყველა ახალი ამბავი
0