თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. თბილისში ორშაბათს, 6 ივლისს ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა ოთხს მიაღწია, განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმ-რეანიმატოლოგმა ნიკოლოზ კვაჭაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ინციდენტი შენობის დემონტაჟის დროს მოხდა. შენობა აფაქიძის ქუჩაზე, სპორტის სასახლის უკან მდებარეობს. მშენებლობაზე დასაქმებული სამი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
”სასწრაფო დახმარების” ბრიგადამ ძალზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი მოგვიყვანა. მას აღენიშნებოდა სიცოცხლესთან შეუთავსებელი მრავალრიცხოვანი ტრავმები. ის საოპერაციო ბლოკში შეიყვანეს, მაგრამ, მიუხედავად მისი გადარჩენის მცდელობისა, პაციენტი დაიღუპა”, — განაცხადა კვაჭაძემ.