მინისტრი: ვერეს ხეობაში არაფრის აშენება არ შეიძლება

© photo: Sputnikგზის რეაბილიტაცია
გზის რეაბილიტაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვერეს ხეობაში, გმირთა მოედნის ჩათვლით, არაფერი არ უნდა ავაშენოთ, განაცხადა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. ვერეს ხეობაში, გმირთა მოედნის ჩათვლით, არაფერი არ უნდა ავაშენოთ, განაცხადა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.

უხვმა ნალექმა და მეწყერმა მდინარე ვერეს ადიდება გამოიწვია. წყალდიდობამ იმსხვერპლა ადამიანების სიცოცხლე, დაანგრია საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკის ქვედა მხარე, გაანადგურა ინფრასტრუქტურა.

”ვერეს ხეობის იმ მონაკვეთში, სადაც ტრაგედია დატრიალდა, ძირითადი ტერიტორია მუნიციპალური საკუთრებაა. ხეობის დიდი ნაწილი კერძო მფლობელობაშია. თავის დროზე, ისიც მუნიციპალური ქონება იყო და გაყიდეს. მიმაჩნია, რომ ვერეს ხეობაში, გმირთა მოედნის ჩათვლით, არაფერი არ უნდა ავაშენოთ”, — განაცხადა აგულაშვილი.  

მისი თქმით, არსებობს მოსაზრება, რომ გმირთა მოედნის ქვეშ არსებული გვირაბიც უნდა გაიხსნას.

”გასული საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც აქ ჯერ კიდევ ხიდი იყო, ვერე თავისუფლად უერთდებოდა მტკვარს. ახლა გმირთა მოედნამდე სულ თავისუფალი რომ გვქონდეს ხეობა, შესაძ¬ლოა, სწორად 900 მეტრ სიგ¬რძეზე მდებარე გვირაბი ჩაიხერგოს. ამიტომ შეიძლება პარალელური სადინარების გაკეთებაზე მსჯელობა”, — აღნიშნა აგულაშვილმა.

ასევე განიხილება ის რეკომენდაციები, რომლებიც გვირაბების დანგრევას და მათ ადგილზე ფართობიჯებიანი ხიდების აშენებას ითვალისწინებს. მინისტრის თქმით, გზა ისე უნდა გადიოდეს, რომ მან მდინარე არ გადაკვეთოს და ერთ-ერთ ნაპირს მიუყვებოდეს.

რაც შეეხება ”მზიურის” ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობას, აგულაშვილის თქმით, ეს არაგონივრულია. მინისტრს მიაჩნია, რომ სახელმწიფომ მოქალაქეები უნდა დააზღვიოს და მათ ”უგუნური ქმედება” აუკრძალოს. 

”თუ სახელმწიფოს აქვს დაშვებული შეცდომა, არ უნდა გაჯიუტდეს ისე, როგორც ეს წინა ხელისუფლებას ახასიათებდა. არსებითად უნდა შევცვალოთ მიდგომები, რაც შესაძლოა დაუკავშირდეს ხარჯებს, სჯობს დღეს გავწიოთ, ვიდრე ხვალ კატასტროფის სალიკვიდაციოდ ასჯერ მეტის გადახდა მოგვიწიოს”, — განაცხადა აგულაშვილმა.  

 


ყველა ახალი ამბავი
0