თბილისის ზოოპარკიდან გაქცეული ვეფხვი მკვდარი იპოვეს

გამოწერა
ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზ, ნაპოვნი იქნა ცხოველის გვამი, რომელიც ზოოპარკის თანამშრომლების მიერ იდენტიფიკაციის შემდეგ ვეფხვი აღმოჩნდა.

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. ვეფხვს, რომელიც ბოლო ორი კვირის მანძილზე მთელი თბილისს დაძაბულ მდგომარეობაში ამყოფებდა, „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე მკვდარს მიაკვლიეს. ეს იყო ბოლო მტაცებელი, რომლის ძებნაც ქალაქში თბილისის წყალდიდობის შემდეგ კვლავ გრძელდებოდა, აცნობა ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

 „ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე (ზოოპარკის გვერდით), ნაპოვნი იქნა ცხოველის გვამი, რომელიც ზოოპარკის თანამშრომლების მიერ იდენტიფიკაციის შემდეგ, ვეფხვი აღმოჩნდა“, თბილისის მერის ციტირებას ახდენს რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. 

 „ქალაქში უკვე ცხოველებთან დაკავშირებული საფრთხე აღარ არსებობს“, —განაცხადა მერმა. 

 ვეფხვს თბილისში 14 ივნისიდან ეძებდნენ, როცა იგი წყალდიდობის შემდეგ გამოიქცა გალიიდან. ვეფხვის დასაჭერად მობილიზებული იყო სპეციალური ბრიგადები მონადირეებითა და მწევრებით. სამაშველო სამსახურის „112“-ის ტელეფონზე ასეულობით სატელეფონო შეტყობინება შევიდა მოსახლეობისგან ვეფხვის დანახვის შესახებ, თუმცა გამოძახებები არ დადასტურდა და ვეფხვს დაძაბული ჰყავდა მთელი ქალაქი. 

 ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ დაადასტურა, რომ „არც ერთი ცხოველი დაკარგულად არ ირიცხება“. 

 დამანგერველი წყალდიდობა თბილისში 14 ივნისის ღამეს მოხდა. დაიტბორა მდინარე ვერეს ხეობაში მდებარე ობიექტები — ზოოპარკი, პარკი „მზიური“, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები, ქალაქის ცენტრალური ქუჩები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 19 ადამიანი. 3 დაკარგულად ითვლება. 300-მდე ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლები. ზოოპარკიდან, რომელიც სტიქიის ეპიცენტრი გახდა, ცხოველთა ნაწილი გაიქცა, ნაწილი კი ვოლიერებში დაიხრჩო. 


ყველა ახალი ამბავი
0