თბილისის კონცერტზე ზემფირას ქმედებაზე პუშკოვმა ინტერნეტ გამოკითხვა მოაწყო

© photo: Sputnik / Evgeny Feldmanზემფირა
ზემფირა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსეი პუშკოვმა ინტერნეტ მომხმარებლებს სთხოვა, გამოეხატათ თავისი აზრი მომღერალ ზემფირას ქმედებასთან დაკავშირებით.

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსეი პუშკოვმა, ინტერნეტ მომხმარებლებს სთხოვა, გამოეხატათ თავისი აზრი მომღერალ ზემფირას ქმედებასთან დაკავშირებით, როცა მომღერალმა თბილისში გამართულ კონცერტზე, სცენაზე უკრაინის დროშა გაშალა, ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება.

 „გთხოვთ გამოხატოთ თქვენი დამოკიდებულება ზემფირას აქციისადმი თბილისში, სადაც იგი სცენაზე უკრაინულ დროშას აფრიალებდა. ვინც წინააღმდეგია —“retwitt", და ვინც მომხრეა — "რჩეულში“ — დაწერა პოლიტიკოსმა თავის გვერდზე Twitter-ში. 

 4 ივლისის 12:30 საათისათვის (მოსკოვის დროით), 1300 — მა მომხმარებელმა ხმა მისცა „წინააღმდეგ“ და 400-მა მომხმარებელმა „მოიწონა“ მომღერლის ქმედება. 

 პუშკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის მოქალაქეთა გამოკითხვაში აქტიურად ჩაერთნენ უკრაინელებიც, რაც ამცირებდა გამოკითხვის სოციოლოგიურ სიზუსტეს. „თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში შედეგი სახეზეა“ — განაცხადა პოლიტიკოსმა.  

 ერთ-ერთმა ინტერნეტ-მომხმარებელმა იხუმრა, რომ ზემფირას ეტყობა ანდრეი მაკარევიჩის კვალზე უნდა სიარული. „აპატიო და დაივიწყო“ — წერს გამოკითხვის მეორე მონაწილე. „არავითარ შემთხვევაში არ ვუჭერ მხარს მას“ — წერს კიდევ ერთი. „რა თქმა უნდა წინააღმდეგი ვარ. სწორედ ასეთმა ფრივოლურმა ქმედებებმა გამოიწვია სისხლიანი დაპირისპირება უკრაინაში“ — გამოხატავს თავის მოსაზრებას აღშფოთებული ინტერნეტ-მომხმარებელი. 

 „ეს მას არ ამშვენებს, მაგრამ კუდიანებზე ნადირობის გამოცხადებაც არასწორია“- წერს ერთი. „მერე რა აფრიალოს, თუ უნდა დიდება უკრაინას. ოღონდაც ხალხს არ ხოცავდნენ“ — წერს  მეორე.  „თავისი აზრის გამოხატვის უფლება აქვს, მით უმეტეს უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე“- თვლის მესამე. “მისი ქმედებების პასუხად, სწორი იქნებოდა მისი კონცერტების ბოიკოტირება“ — წერს მეოთხე. სოციალური ქსელის კიდევ ერთი მომხმარებელი კი ასკვნის, რომ —„ეტყობა ზემფირას უკრაინის მოქალაქეობის მიღება სურს, სხვანაირად მისი ჟესტის გაგება არ შეიძლება“.


ყველა ახალი ამბავი
0