თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. თბილისის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 1957 წელს დაბადებული მსჯავრდებული ზ.ს. გარდაიცვალა. ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრეს-სამსახური იტყობინება.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
"სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს“ — საუბარია შეტყობინებაში.