ანაკლიაში „მომავლის ბანაკი“ იხსნება

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaანაკლია, საქართველო, პორტი.
ანაკლია, საქართველო, პორტი. - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროგრამის მიზანია სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით საქართველოში და მის გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. „მომავლის ბანაკი“ რომელიც ოფიციალურად შავი ზღვის პირა კურორტ ანაკლიაში გაიხსნება, მოზარდთა პირველ ნაკადს 5 ივლისს მიიღებს. ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო იტყობინება

 ინფორმაციის თანახმად, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი „მომავლის ბანაკს" საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის განკარგულებით ახორციელებს.

 5 ივლისს, 21:00 საათზე ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამა,,მომავლის ბანაკი" ანაკლიაში საზეიმოდ გაიხსნება.

 სულ პროგრამის ფარგლებში ანაკლიაში 1728 მოზარდი ექვს ნაკადად დაისვენებს. 

 ბავშვების შერჩევის დროს უპირატესობა მიენიჭა მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების, მათ შორის სოციალურად დაუცველ, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენლებს. 

 „პროგრამის მიზანია სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით, საქართველოში და მის გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, მათთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, სოცილური ინტეგრაციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა“, —ნათქვამია ინფორმაციაში. 

 „მომავლის ბანაკს" პირველ ნაკადზე საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნულ ფედერაციის მიერ შერჩეული „სპორტული ოლიმპიადის" 12-18 წლის 288 მონაწილე ესტუმრება. შემდეგ „მომავლის ბანაკში დაისვენებენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შერჩეული 1246 ბავშვი,  დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ უცხოეთიდან ჩამოყვანილი 144 თანამემამულე და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის მიერ შერჩეული 50 მოზარდი.

 პროექტში ჩართული ახალგაზრდები გაივლიან სპეციალურად შემუშავებულ მოდულებს ადამიანისა და ბავშვთა უფლებების, ეკოლოგიის, ჰიგიენის, და საქართველოს ისტორიის შესახებ. ექნებათ სპორტული აქტივობები ოლიმპიადის პრინციპით. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები, მოზარდებს სამაშველო ღონისძიებების გატარებას და საგანგებო სიტუაციების მართვის ხელოვნებას შეასწავლიან.

ყველა ახალი ამბავი
0