აბაშიძე: რუსეთთან ადვილად არაფერი ხდება

© photo: Sputnikსაქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რფ ურთოერთობების დარეგულირების საკითხებში ზურაბ აბაშიძე
საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რფ ურთოერთობების დარეგულირების საკითხებში ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის სასამართლომ 2014 წლის 3 ივლისს გამოიტანა გადაწყვეტილება სახელმწიფოთაშორის დავაზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ და აღიარა ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტი.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. რუსეთთან ადვილად არაფერი ხდება, განაცხადა პარასკევს, 3 ივლისს საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ, 2006 წელს რუსეთიდან ქართველების მასობრივი დეპორტაციის გამო, მორალური ზიანის კომპენსირების საკითხის კომენტირებისას. 

 საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2015 წლის 2 ივლისს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარადგინა დოკუმენტი, რომელიც ქვეყნის პოზიციას ასახავს 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქეთა კოლექტიური გამოძევების თაობაზე და მოითხოვა კომპენსაციის სახით 70 მილიონ 320 ათასი ევრო. 

 ევროპის სასამართლომ 2014 წლის 3 ივლისს გამოიტანა გადაწყვეტილება სახელმწიფოთა შორის დავაზე  „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ და აღიარა ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტი.

  „ეს ჩვენი ქვეყნის წარმატება იყო (სასამართლოს გადაწყვეტილება). მხარეებმა ან იუსტიციის სამინისტროებმა ამ გადაწყვეტილების თანახმად უნდა მოილაპარაკონ კომპენსაციის ზომებზე. სამწუხაროდ ეს ჯერ არ მომხდარა… როგორც იცით რუსეთთან ადვილად არაფერი ხდება“,  განუცხადა აბაშიძემ ჟურნალისტებს. 

 ევროპის ადამიანის უფლებათა  სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპენსაციის რაოდენობაზე შესათანხმებლად საქართველოსა და რუსეთის იუსტიციის სამინისტროებს 12-თვიანი ვადა მიეცათ, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში, მხარეებს დაევალათ წერილობითი მოსაზრებების წარდგენა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

  იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რუსეთის იუსტიციის სამინისტროდან სტრასბურგის სასამართლოს გვერდის ავლით არავითარი დოკუმენტაცია ან პოზიცია არ შემოსულა.

 აღნიშნულის გათვალისწინებით, ევროპული სასამართლოს ინსტრუქციის შესაბამისად და რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროსთან მოლაპარაკებების შეუძლებლობის გამო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოში წარადგინა წერილობითი მოსაზრებები კომპენსაციის მოთხოვნის თაობაზე.


ყველა ახალი ამბავი
0