გრძელდება რკინიგზის მოდერნიზაცია

© RIA Novostiნავთობის ტრანსპორტირება
ნავთობის ტრანსპორტირება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვიშხეთი-ზვარეს მონაკვეთზე მეორე გვირაბის მშენებლობით, სატვირთო გამზიდუნარიანობა 48,6 მილიონ ტონამდე გაიზრდება, ნაცლად არსებული პროექტის შედეგად მიღებული 14,4 მილიონი ტონისა წელიწადში.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik.  პარასკევს, 3 ივლისს, მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა „თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტთან დაკავშირებით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ" საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი.

 დოკუმენტის თანახმად, ქვიშხეთი-ზვარეს მონაკვეთზე მეორე გვირაბის მშენებლობით, სატვირთო გამზიდუნარიანობა 48,6 მილიონ ტონამდე გაიზრდება (ნაცლად არსებული პროექტის შედეგად მიღებული 14,4 მილიონი ტონისა წელიწადში), ხოლო ავტობლოკირების სიგნალიზაციის დამონტაჟების შემთხევაში, აღნიშნული მონაცემები მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამაღლდება სატრანზიტო დერეფნის მდგრადობა, სარკინიგზო ხაზის უსაფრთხოება და გაიზრდება ტვირთის გამზიდუნარიანობა. 

 სს „საქართველოს რკინიგზა“ ახორციელებს თბილისი-მახინჯაურის მაგისტრალის მოდერნიზაციის  პროექტს, რომლის ღირებულება 267 მლნ შვეიცარული ფრანკია.

 ინფორმაციის თანახმად, ხაშური —ზესტაფონის (უღელტეხილი) მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული 23 Bureau of the Chinese Railway ატარებს, ხოლო საზედამხედველო სამუშაოებს ასევე საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანიათა კონსორციუმი ILF и Deutsche Bahn international.

 პროექტი ითვალისწინებს ხაშური-ზესტაფონის სარკინიგზო მონაკვეთის სრულიად განახლებას (38კმ) და ხარაგაული-ზესტაფონის (23კმ) სარკინიგზო მონაკვეთის რეაბილიტაციას. ასევე გათვალისწინებულია ორი 14 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა. 


ყველა ახალი ამბავი
0