მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევრაზიის რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლები თბილისში გადასახადებს განიხილავენ

გამოწერა
თბილისში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონიდან 30-მდე სახელმწიფოს დელეგატი BEPS-ის პროექტსა და განსახორციელებელი რეფორმების იმპლემენტაციის საკითხებზე იმსჯელებენ.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. 2015 წლის 21-23 ოქტომბერს საქართველოს დედაქალაქი თბილისი, ევრაზიის რეგიონის ქვეყნების მაღალი დონის წარმომადგენლების შეკრებას უმასპინძლებს, რომელიც საგადასახადო ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის (BEPS) საკითხებს მიეძღვნება, იტყობინება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. 

 ამის შესახებ შეთანხმება მიღწეულ იქნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,  ხადურისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საგადასახადო მიმართულების ხელმძღვანელის პასკალ სან-ამონის შეხვედრისას. 

 თბილისში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონიდან 30-მდე სახელმწიფოს დელეგატი BEPS-ის პროექტსა და განსახორციელებელი რეფორმების იმპლემენტაციის საკითხებზე იმსჯელებენ. 

 ფინანსთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ, ამ შეხვედრის ქვეყანაში ჩატარება საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის OECD-ისთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის კარგი შესაძლებლობა მონაწილე ქვეყნებისთვის, რათა თავიანთი კანონმდებლობა მოიყვანონ საერთაშორისო დაბეგვრის ახალ გლობალურ მიდგომებთან შესაბამისობაში.

 აღნიშნული ღონისძიება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის, დიდი ოცეულის ქვეყნებისა (G20) და OECD-ს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება.


ყველა ახალი ამბავი
0