კოსმოსური სატვირთო "Прогресс М-28М"", რომელიც საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ ბაიკონურიდან გაეშვა, რაკეტმზიდს "Союз-У" გამოეყო, იტყობინება "რია ნოვოსტის" კორესპონდენტი ქალაქ კარალიოვის ფრენების მართვის ცენტრიდან.
რაკეტამ "Союз-У" "Прогресс М-28М"-თან ერთად სტარტი ბაიკონურადან პარასკევს 07:55 საათზე აიღო.
"Прогресс М-28М"-ის რიგით 34-ე გაფრენის პროგრამა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან მიახლოებისა და შეერთების "ძველ" ორ დღე-ღამიანი სქემას ითვალისწინებს. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან მიდგომა და მიერთება კვირას, 5 ივლისს, მოსკოვის დროით 10:13 საათზეა დაგეგმილი. "Прогресс М-28М" მისაერთებელ განყოფილებას მიუერთდება, რომელიც დამატებითი მიდგომის პორტად საპილოტო და სატვირთო ხომალდებს იყენებს.
სადგურზე მყოფი რუსი კოსმონავტები, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის 44-ე ეკიპაჟის მეთაური, ახალი კოსმოსური რეკორდსმენი გენადი პადალკა და ბორტინჟინერი მიხაილ კორნიენკო, რომელმაც ორბიტაზე ერთი წელი უნდა დაჰყოს, გააკონტროლებენ "Прогресс М-28М"-ის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან მიდგომასა და მიერთებას.