მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ათენში ბერძნებმა ევროკავშირის დროშა დაწვეს და პოლიციას დაუპირისპირდნენ

გამოწერა
კოალიცია ANTARSYA მომხრეები და საბერძნეთის კომპარტიები ხუთშაბათს ათენის ქუჩებში გამოვიდნენ მოწოდებით, მომავალ რეფერენდუმზე კრედიტორთა მოთხოვნის პასუხი იყოს "არა".

კოალიცია ANTARSYA მომხრეები და საბერძნეთის კომპარტიები ხუთშაბათს ათენის ქუჩებში გამოვიდნენ მოწოდებით, მომავალ რეფერენდუმზე კრედიტორთა მოთხოვნის პასუხი იყოს "არა".

საბერძნეთის კომუნისტური პარტიის წევრებმა წითელი დროშებით ათენში მსვლელბა მოაწყვეს ომონიას მოედნიდან სინტაგმას მოედნამდე მკაცრი ეკონომიკის ზომების წინააღმდეგ საპროტესტოდ და  კვირას დაგეგმილ რეფერენდუმზე კრედიტორების მოთხოვნის საწინაამღდეგოდ ხმის მიცემისკენ მოუწოდებნენ მონაწილეებს.

ANTARSYA მომხრეები წვავდნენ ევროკავშირის დროშებს, სკანდირებდნენ ლოზუნგებს და იქნევდნენ პლაკატებს, რომლებიც ასევე კრედიტორების მოთხოვნების და მკაცრი ეკონომიკის საწინააღმდეგო აზრს გადმოსცემდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი მას შემდეგ გამოიყენა, რაც ევროკავშირის კუთვნილ შენობაში მცირედი შეტაკება მოხდა დემონსტანტებსა და სამართალდამცავებს შორის.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა 5 ივლისს კრედიტორების შეთავაზებებთან დაკავშირებით რეფერენდუმი დანიშნა და ამომრჩეველს ამ მოთხოვნების უარყოფისკენ მოუწოდა. ამასთან, ტელევიზიის საშუალებით განაცხადა, რომ რეფერენდუმზე პასუხად გაცემული "არა" არ ნიშნავს ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტას, პირიქით, ეს კრედიტორებთან ახალი შეთანხმების პირველი ნაბიჯი იქნება.

 საბერძნეთი ევროკავშირთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან 240 მლრდ ევროზე მეტი ვალის დარეგულირების საკითხზე მოლაპარაკებებს მართავს. ვალი საბერძნეთს მას შემდეგ წარმოეშვა, რაც ის ევროპის ქვეყნებმა 2010 და 2012 წლების დეფოლტებისგან იხსნეს. კრედიტორების პროგნოზი იმის თაობაზე, რომ მკაცრი ეკონომიკა საბერძნეთს ვალების გადახდას გაუადვილებდა, არ გამართლდა. იანვარში ხელისუფლებაში მოსულმა პარტიამ „სირიზა“ კრედიტორებთან ახალი მოლაპარაკებების გამართვა მოითხოვა.

ყველა ახალი ამბავი
0