მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროპის სტაბილურობის ფონდი: საბერძნეთში დეფოლტია

© photo: Sputnik / Yuri Somov / გადასვლა მედიაბანკშისაბერძნეთი
საბერძნეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფინანსური სტაბილურობის ევროპული ფონდიაღნიშნავს, რომ გასულ სამშაბათს საბერძნეთის მიერ კრედიტების გადაუხდელობამ შესაძლოა საბერძნეთის ეკონომიკა და ხალხი სერიოზული შედეგების წინაშე დააყენოს.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ფინანსური სტაბილურობის ევროპულმა ფონდმა (EFSF), რომელიც 2012 წლიდან ევროკავშირის სახელით საბერძნეთზე კრედიტებს გასცემდა, ფონდის წინაშე ფინანსური ვალდებულებების კუთხით ქვეყნის ტექნიკური დეფოლტი დააფიქსირა და განაცხადა, რომ შემდგომ ნაბიჯებს ევროზონის ქვეყნებთან, ევროკომისიასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეათანხმებს.  

სამშაბათს, საბერძნეთმა საერთაშორისო სავალუტო ფონდს მორიგი საკრედიტო გადასახადი არ გადაურიცხა. ქვეყანას არ ჰყოფნის ფულადი სახსრები საგარეო და საშინაო ვალდებულებების დასაფინანსებლად,  ევროკავშირელი პარტნიორები კი კრედიტების სანაცვლოდ ქვეყანაში ახალ, კიდევ მეტად მკაცრ რეფორმებს მოითხოვენ.  

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის განმკარგულებელმა დირექტორმა დირექტორთა საბჭოს (საკრედიტო გადასახადის გადაუხდელობის თაობაზე) აცნობა. ამ გადაუხდელობით საბერძნეთმა არ შეასრულა  ფინანსური სტაბილურობის ევროპული ფონდის წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებები… ამან შეიძლება სერიოზულად იმოქმედოს საბერძნეთის ეკონომიკასა და ხალხზე.  EFSF  მჭიდროდ ითანამშრომლებს ევროზონის ქვეყნებთან, ევროკომისიასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ისე დაგეგმავს შემდგომ ნაბიჯებს“, – ნათქვამია ევროპული ფონდის პრეს-რელიზში. 

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა 5 ივლისს ევროპელი კრედიტორების შეთავაზებებისთვის მხარის დასაჭერად რეფერენდუმი დანიშნა და მოსახლეობას ამ წინადადებისთვის უარის თქმისკენ მოუწოდა. გარდა ამისა, მან სატელევიზიო მიმართვაშიც განაცხადა, რომ პასუხი „არა“ სულაც არ ნიშნავს ევროკავშირთან კავშირის გაწყვეტას, რომ ეს კრედიტორებთან ახალი შეთანხმებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ოთხშაბათს, საღამოს ევროზონის ქვეყანების ფინანსთა მინისტრების საბჭომ რეფერენდუმის შედეგების გამოცხადებამდე საბერძნეთისთვის ახალ ფინანსურ მხარდაჭერაზე უარის თქმა გადაწყვიტა.


ყველა ახალი ამბავი
0