მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ–ის "მებრძოლები" და საქართველოს ნაკრები ბეისბოლში ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

გამოწერა
მატჩი აშშ-ს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაიმართება და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპულ სამხედროებს მიეძღვნება.

თბილისის, 3 ივლისი — Sputnik. მიხეილ მესხის სტადიონზე ამერიკელი საზღვაო ქვეითების გუნდი „მებრძოლი“ და საქართველოს ეროვნული ნაკრები ბეისბოლში ამხანაგურ მატჩს კვირას, 5 ივლისს გამართავს, იუწყება კავშირი „ამერიკის მეგობართა კლუბი“. 

მატჩი აშშ-ს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაიმართება და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპულ და დაშავებულ სამხედროებს მიეძღვნება. 

„ბეისბოლის მატჩი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და „ამერიკის მეგობართა კლუბის“ ერთობლივი ღონისძიება გახლავთ. მისი მიზანია, უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას „დაშავებული ქართველი მეომრების პროგრამის“ თაობაზე. სადაც ქართველი ჯარისკაცები დაშავდნენ, იქ უამრავი ამერიკელიც იბრძოდა“, – ნათქვამია განცხადებაში. 


ყველა ახალი ამბავი
0