მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

დავით ბაქრაძე აშშ-სა და კანადას ეწვევა

© Public Domainდავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეხვედრები ჩატარდება სახელმწიფო დეპარტამენტში, უშიშროების საბჭოში, სენატში, კონგრესში, ასევე გაიმართება შეხვედრები USAID-ის წარმომადგენლებთან, რომლებზეც განიხილავენ იმ დახმარებას, რომელსაც აშშ ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით გამოყოფს.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე შაბათს, 4 ივლისს ერთკვირიანი ვიზიტით აშშ-ს და კანადას ეწვევა, სადაც რიგ მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს.

”შეხვედრები ჩატარდება სახელმწიფო დეპარტამენტში, უშიშროების საბჭოში, სენატში, კონგრესში, ასევე იქნება USAID-ის წარმომადგენლებთან შეხვედრები იმ დახმარებასთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენს ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს გამოყოს. ჩვენი შეხვედრები მიეძღვნება ჩვენს გეგმებს ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში ჩვენი ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით და ამ მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მოპოვებას”, — განაცხადა ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის ”პარტნიორობა მშვიდობისთვის” მონაწილე გახდა. ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ, 2004 წლიდან საქართველო-ნატოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა. 2014 წლის 4-5 სექტემბერს, ნატოს უელსის სამიტზე მიიღეს გასატარებელი ზომების პაკეტი, რომელიც საქართველოს ალიანსის წევრობაში დაეხმარება. პაკეტის ფარგლებში გათვალისწინებულია საქართველოში საწვრთნელი ცენტრის გახსნა, სადაც მომზადებას ალიანსის და მისი პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები გაივლიან.


ყველა ახალი ამბავი
0