დემონსტრანტები ერევანში აქციებს განაგრძობენ

© photo: Sputnik / Асатур Есаянц / გადასვლა მედიაბანკშიაქცია ერევანში
აქცია ერევანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიტინგის მონაწილეები აცხადებენ, რომ მოძრაობა ტარიფების აწევას პრინციპულად ეწინააღმდეგება და შესაბამისად, არ დაეთანხმება ტარიფების აწევისა და კომპენსაციის გაცემის გადაწყვეტილებას.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ერევანში, მარშალ ბაგრამიანის გამზირზე შეკრებილმა დემონსტრანტებმა ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების გაგრძელების შესახებ განცხადება გაავრცელეს, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. 

„საერთო სახალხო აქცია ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრდის წინააღმდეგ, გრძელდება. პროტესტი სომხეთის კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლისა და დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად მიმდინარეობს. ბუნებრივია, რომ ბრძოლა სხვადასხვა ეტაპზე აქტიური მოქალაქეების სხვადასხვა ჯგუფების მიერ კოორდინირდება. შესაბამისად, პოლიტიზებისა და ერთიანობის არარსებობის საკითხებით სპეკულაცია არასწორია. ხალხის მოთხოვნა დღემდე არ დაკმაყოფილებულა. ამიტომ ბრძოლა გრძელდება“, – ნათქვამია განცხადებაში. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მოძრაობა ტარიფების აწევას პრინციპულად ეწინააღმდეგება და შესაბამისად, არ დაეთანხმება ტარიფების აწევისა და კომპენსაციის გაცემის გადაწყვეტილებას. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნები ძალაში რჩება. ესენია: ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრდის გადაწყვეტილების გაუქმება, იმ პოლიციელების დასჯა, რომლებმაც მშვდობიანი შეკრების მონაწილეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს, მშვიდობიანი მიტინგის მონაწილეთა წინააღმდეგ აღძრული სისხლი სამართლის საქმეების შეწყვეტა და ტარიფების გადახედვა. 

ბაგრამიანის გამზირი მომიტინგეებს უკვე 11 დღეა, რაც გადაკეტილი აქვთ. ამ დღეებში სომხეთის მთავრობამ აქციის მონაწილეებს ტარიფების გაზრდაზე აუდიტის ჩატარება, ხოლო აუდიტის პროცესში დოტაციის გაზრდა შესთავაზა. ამის შემდეგ მომიტინგეებში განხეთქილება მოხდა –ერთმა ნაწილმა აქციების შეწყვეტაზე თანხმობა განაცხადა, ხოლო მეორე და უფრო დიდი ნაწილი, რომელმაც პირველი ჯგუფი ღალატში დაადანაშაულა, კვლავ ადგილზე რჩება.


ყველა ახალი ამბავი
0