სელაპის ცნობისმოყვარე შვილი ბაიკალის ტბაში გაუშვეს ოთხშაბათს მას შემდეგ, რაც ის ადგილობრივი მეთევზის ოჯახს "ესტუმრა".
"სათევზაოდ ნაპირზე ვიჯექი, ეს პატარა სელაპი კი ნაპირზე, პირდაპირ ჩემს ფეხებთან ამოძვრა. მინდოდა უკან დამებრუნებინა, მაგრამ ის მობრუნდა და ისევ ჩემკენ წამოვიდა. მე ის შემეცოდა და ვიფიქრე, რომ დაიკარგა და წამოვიყვანე აქ", — განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა ანატოლი აკულოვმა.
მეთევზემ სახლიდან სამაშველო სამსახურში დარეკა. სპეციალისტებმა უთხრეს, რომ პატარა სელაპის რაც შეიძლება მალე დაბრუნება იყო აუცილებელი, რადგან ზღვის ეს ცხოველი საკმაოდ სწრაფად ეჩვევა ადამიანებს და შემდეგ გაუჭირდებოდა საკუთარ ბუნებრივ გარემოში დაბრუნება.
ადგილზე მისულმა გამოძახებულმა მაშველებმა პატარა სელაპი საბანში გაახვიეს, ნავით ნაპირიდან შორს გაიყვანეს და გაუშვეს, რომ ის მსოფლიოს ყველაზე დიდი ტბის სხვა ბინადრებთან დაბრუნებულიყო.