მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სსფ-მ და კიევმა უკრაინისთვის 1.7 მლრდ დოლარის სესხის გამოყოფაზე მოილაპარაკეს

© Photo: courtesy of International Monetary Fundსსფ
სსფ - Sputnik საქართველო
გამოწერა
სესხის გამოყოფა „საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გამართული დისკუსიის“ შემდეგ გადაწყდა. ახლა ეს გადაწყვეტილება ფონდის ხელმძღვანელობამ უნდა დაამტკიცოს.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (სსფ) და უკრაინის ექსპერტები შეთანხმდნენ, რომ კიევს სესხად 1,7 მლრდ აშშ დოლარი გამოეყოფა, განაცხადა ფონდის პრეს-სამსახურმა. ამის თაობაზე წერს რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. 

განცხადების თანახმად, ფულად სახსრებს სსფ უკრაინის დახმარების  პროგრამის ფარგლებში გამოყოფს. ახლა გადაწყვეტილება ფონდის ხელმძღვანელობამ უნდა დაამტკიცოს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სესხის გამოყოფა „საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გამართული დისკუსიის" შემდეგ გადაწყდა. 

პოლიტიკური კრიზისი ქვეყნის ეკონომიკასა და საბიუჯეტო სფეროზე მძიმედ აისახება. ქვეყანა, ფაქტობრივად, დეფოლტის ზღვარზეა. იზრდება უმუშევრობა, ეროვნული ვალუტა წლის განმავლობაში სამჯერ გაუფასურდა. უკრაინის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ყოველივე ამის შედეგად, 2015 წლის იანვარში ქვეყანაში ხელფასის საშუალო რაოდენობამ 4566 გრივნა, ანუ დაახლოებით 160 აშშ დოლარი შეადგინა. ეს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 

სსფ-ს ბოლო პროგნოზით, უკრაინაში 2015 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 9%-ით დაეცემა, ხოლო ინფლაცია 46%-ს გაუტოლდება. 


ყველა ახალი ამბავი
0