ESCO ევროპის ენერგეტიკული ბირჟების ასოციაციაში გაწევრიანდა

გამოწერა
2014 წლიდან საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი (ESCO) ენერგეტიკული ბირჟების კიდევ ერთი ასოციაციის Association of Power Exchange –ის (APEx) წევრია.

თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. ევროპის ენერგეტიკული  ბირჟების ასოციაციამ („ევროპექსი“) ოთხი ახალი წევრი მიიღო, მათ შორის საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი (ESCO), იუწყება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო.  

ევროპული ენერგეტიკული ბირჟების ასოციაციის თავმჯდომარის მასიმო რიჩის განცხადებით, „ევროპექის“ ყველა წევრს აერთიანებს მიზანი – მივიღოთ ლიკვიდური, გამჭვირვალე და ეფექტური ენერგობაზრები“. ასოციაციაში 24 ქვეყანაა გაერთიანებული.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში აღნიშნეს, რომ „ევროპექსში“ გაწევრიანება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ESCO –ს ევროპულ ენერგობაზარზე მტკიცედ დამკვიდრებისთვის.

„2014 წლიდან საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი (ESCO) ენერგეტიკული ბირჟების კიდევ ერთი ასოციაციის Association of Power Exchange –ის (APEx) წევრია, რომელიც 40–ზე მეტი წამყვანი ქვეყნის ენერგეტიკულ კომპანიებს აერთიანებს“, – ნათქვამია უწყევის განცხადებაში.


ყველა ახალი ამბავი
0