ნანუაშვილი: ქალ–პატიმრებს დამამცირებლად ექცევიან

© facebook.com/Margvelashviliპარლამენტი
პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ–ერთ პრობლემას წარმოადგენს პატიმრის მიღებისას სრული შემოწმების პროცედურა, რა დროსაც ქალ–პატიმრებს ტანსაცმელს ხდიან და ბუქნების გაკეთებას აიძულებენ.

თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. რუსთავის ქალთა №5 კოლონიაში პატიმრებს ტანსაცმელს ხდიან და ბუქნებუს გაკეთბას აიძულებენ, განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას ხუთშაბათს, 2 ივლისს.  

„მიუხედავად იმისა, რომ რუსთავის №5 ქალთა კოლონიაში საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მონიტორინგის დროს, ქალი–პატიმრების მიმართ არა ერთი კანონდარღვევა დაფიქსირდა. ერთ–ერთ პრობლემას წარმოადგენს პატიმრის მიღებისას სრული შემოწმების პროცედურა, რა დროსაც ქალებს ტანსაცმელს ხდიან და ბუქნების გაკეთებას აიძულებენ, რაც ღირსების შემლახავ მოპყრობად შეიზლება ჩაითვალოს“, – განაცხადა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველის 2014 წლის წლიური ანგარიში საკანონმდებლო ორგანოში 31 მარტს შევიდა. დოკუმენტში, რომელიც 900 გვერდისა და 33 თავისგან შედგება, შესულია ისეთი საკითხები, რომელიც ომბუდსმენის ყურადღების ცენტრში პირველად მოხვდა. 


ყველა ახალი ამბავი
0