Telegraph: ქუთაისი და მცხეთა ევროპის უძველესი ქალაქებია

© Telegraphმცხეთა
მცხეთა - Sputnik საქართველო
გამოწერა
არგონავტები სწორედ ქუთაისში, კოლხეთის სამეფოს დედაქალაქში გამოემგზავრნენ მეფე აიეტთან ოქროს საწმისისთვის. 2012 წლიდან ქუთაისი საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქია.

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქი ქუთაისი და  მცხეთა ევროპის 16 უძველეს ქალაქთა ჩამონათვალში შევიდნენ, იუწყება ბრიტანული გამოცემა  Telegraph.

უძველესი ევროპული ქალაქების სიაში პირველ ადგილზე საბერძნეთის ქალაქი არგოსია. მას მოსდევენ: ათენი (საბერძნეთი), პლოვდიდი (ბულგარეთი), ჰანია (კუნძული კრეტა, საბერძნეთი), პატრა (საბერძნეთი), ტრიკალა (საბერძნეთი), თებე (საბერძნეთი).

მერვე ადგილზეა  ქუთაისი. ბერძნული მითოლოგიისა და ისტორიის მიხედვით, იგი მინიონის ცივილიზაციის ეპოქას, ჩვ. წ. აღ-მდე XVII-XV განეკუთვნება. არგონავტები სწორედ ქუთაისში, კოლხეთის სამეფოს დედაქალაქში გამოემგზავრნენ მეფე აიეტთან ოქროს საწმისისთვის. 2012 წლიდან ქუთაისი საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქია. 

ქალაქი მცხეთა, რომელიც ჩვენს ერამდე მეორე ათასწლეულის პირველ ნახევარში დაარსდა, მე-14 ადგილზე აღმოჩნდა. 800 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მცხეთა იბერიის (ქართლის) სამეფოს პოლიტიკური, ეკონომიკური და რელიგიური ცენტრი გახლდათ. მცხეთა და მისი მიმდებარე ტერიტორიები მდიდარია არქიტექტურული ძეგლებითა და არქეოლოგიური მასალებით. 

ევროპის უძველეს ქალაქთა სიაში ასევე შევიდა: ლარნაკა (კვიპროსი), ჰალკიდა (საბერძნეთი), ლისაბონი (პორტუგალია), ლესბოსი (საბერძნეთი), კადისი (ესპანეთი), ზადარი (ხორვატია) და ერევანი (სომხეთი). 

 


ყველა ახალი ამბავი
0