ქართველი და რუსი ექსპერტების შეხვედრა თბილისში გაიმართება

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორივე ქვეყნის პოლიტოლოგები, ეკონომისტები და ჟურნალისტები საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულ ვითარებასა და კულტურულ–ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტებს განიხილავენ.

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. ქართველი და რუსი ექსპერტების მორიგი შეხვედრა თბილისში 4 ივლისს გაიმართება, იუწყება „ქართულ-რუსული/რუსულ-ქართული“ საზოგადოებრივი ცენტრის პრეს-სამსახური.

ღონისძიების ფარგლებში ქართველი და რუსი ექსპერტები მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისთვის ზოგად რეკომენდაციებს შეიმუშავებენ. მოლაპარაკებები პრაღაში რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შორის გაიმართება.

”ორივე ქვეყნის პოლიტოლოგები, ეკონომისტები და ჟურნალისტები საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულ ვითარებასა და კულტურულ–ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტებს განიხილავენ”, — აღნიშნულია განცხადებაში.

შეხვედრა ”ჰოტელ კოსტეში” შედგება, მედიის წარმომადგენლების დასწრება თავისუფალია.


ყველა ახალი ამბავი
0