რუსი ჟურნალისტები საკუთარ აუდიტორიას საქართველოს შესახებ უამბობენ

გამოწერა
საქართველოში გაცნობითი ხასიათის მოგზაურობის შემდეგ ახალგაზრდა რუს ჟურნალისტთა ჯგუფი დოკუმენტური ფილმების სერიას მოამზადებს სხვადასხვა თემაზე. ჟურნალისტები რუსეთ-საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების III ფორუმის ფარგლებში მოგზაურობენ.

 მოსკოვის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ინსტიტუტ  „ოსტანკინოს“ ჟურნალისტები რამდენიმე სიუჟეტს მოამზადებენ. ესენია: ადგილობრივი მედია, ქართული კულტურა, ეკოლოგია, თბილისის იუსტიციის სახლი და საქართველოში გამართული ფორუმის შედეგები. ახალგაზრდული დელეგაციის წარმომადგენლები უკვე სტუმრობდნენ რამდენიმე ქართული გამოცემის რედაქციას.

 საქართველოში მოგზაურობის პირველ შთაბეჭდილებებზე დელეგაციის წარმომადგენლებმა „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართულ კონფერენციაზე ისაუბრეს.

 არასამათავრობო ორგანიზაციების ფორუმი თბილისში 3 ივლისს გაიმართება და კავკასიის ეკოლოგიურ პრობლემებს მიეძღვნება. ეს პრობლემებია:  მთიანი ტერიტორიების ეკოლოგიური უსაფრთხოება, ეკოლოგია და მთიანი და მთისწინა ტერიტორიების გამოყენება, გლობალური კლიმატური ცვლილებები და მათი გავლენა დიდი კავკასიონის მთიან ტერიტორიებზე. ფორუმზე ასევე იმსჯელებენ მედიაში ეკოლოგიური თემატიკის გაშუქებასა და ამ სფეროში ერთობლივ ქართულ-რუსულ პროექტებზე.

ყველა ახალი ამბავი
0