თბილისში ჩამოსული ახალგაზრდა რუსი ჟურნალისტები ქართული მედიის რამდენიმე რედაქციის სტუმრობის შედეგად, მოხიბლულები დარჩნენ.
არასამთავრობო ორგანიზაციების ქართულ-რუსულ რიგით მესამე ფორუმის ფარგლებში რუსული ახალგაზრდული დელეგაციის წევრები საქართველოს მთავრობას და საზოგადოებას ხვდება. ფორუმის მონაწილეებმა ექსკურსიის შესახებ დაწვრილებით "რია ნოვოსტის" თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრეს.
ფორუმის ფარგლებში მოსკოვის "ოსტანკინოს" ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ინსტიტუტის სტუდენტებისათვის ექსკურსიები ტარდება. სტუდენტები ჩვენი ქვეყნის შესახებ რამდენიმე სიუჟეტს მოამზადებენ: მედიის რეფორმა, კულურა, ეკოლოგია, იუსტიციის სახლის მუშაობა და ფორუმის შედეგები.
ფორუმი 3 ივლისს თბილისში ჩატარდება და კავკასიის ეკოლოგიური პრობლემების თემას მიეძღვნება: სამთო ტერიტორიების ეკოლოგიურ უსაფრთხოებას, სამთო და მისი მიმდებარე ტერიტორიების ეკოლოგიასა და გამოყენებას, გლობალურ კლიმატურ ცვლილებებსა და კავკასიის სამთო ტერიტორიების უმეტესობაზე მათ ზემოქმედებას, მედიაში ეკოლოგიური თემატიკის საკითხების გაშუქებასა და ამ სფეროში ქართულ-რუსულ საერთო პროექტს.