თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. აბიტურიენტი, რომელიც საათში ჩამონტაჟებული ვიდეოკამერის მეშვეობით საგამოცდო ტესტებსა და საკუთარ პასუხებს იღებდა, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდიდან მოხსნეს ხუთშბათს, 2 ივლისს.
„ფაქტი მეთვალყურემ დააფიქსირა და ბუნებრივია, ადმინისტრატორს მიაწოდა ინფორმაცია. ეს ყველაფერი ნამდვილად ასე აღმოჩნდა. გაფორმდა ოქმი, აბიტურიენტმა აღიარა, რომ ეს გააკეთა. სამწუხაროდ, წესების მიხედვით, ამ შემთხვევაში, აბიტურიენტი გამოცდიდან იხსნება“, – განაცხადა ეროვნული გამოცდებისა და შეფასების ცენტრის უფროსმა მაია მიმინოშვილმა.
დილით კიდევ ერთი აბიტურიენტი მოხსნეს გამოცდიდან, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადდა საგამოცდო ცენტრში.
საქართველოში 2 ივლისს ეროვნული გამოცდები დაიწყო.