რუსული ახალგაზრდული დელეგაცია საქართველოს ეცნობა

გამოწერა
არასამთავრობო ორგანიზაციების ქართულ-რუსულ რიგით მესამე ფორუმის ფარგლებში რუსული ახალგაზრდული დელეგაციის წევრები საქართველოს მთავრობას და საზოგადოებას ხვდება. ფორუმის მონაწილეებმა ექსკურსიის შესახებ დაწვრილებით "რია ნოვოსტის" თბილსის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გაამრთულ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების ქართულ-რუსულ რიგით მესამე ფორუმის ფარგლებში რუსული ახალგაზრდული დელეგაციის წევრები საქართველოს მთავრობას და საზოგადოებას ხვდება. ფორუმის მონაწილეებმა ექსკურსიის შესახებ დაწვრილებით "რია ნოვოსტის" თბილსის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამრთულ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრეს.

ფორუმი 3 ივლისს თბილისში ჩატარდება და კავკასიის ეკოლოგიური პრობლემების თემას მიეძღვნება: სამთო ტერიტორიების ეკოლოგიურ უსაფრთხოებას, სამთო და მისი მიმდებარე ტერიტორიების ეკოლოგიასა და გამოყენებას, გლობალურ კლიმატურ ცვლილებებსა და კავკასიის სამთო ტერიტორიების უმეტესობაზე მათ ზემოქმედებას, მედიაში ეკოლოგიური თემატიკის საკითხების გაშუქებასა და ამ სფეროში ქართულ-რუსულ საერთო პროექტს.

ფორუმის ფარგლებში მოსკოვის "ოსტანკინოს" ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ინსტიტუტის სტუდენტებისათვის ექსკურსიები ტარდება. სტუდენტები ჩვენი ქვეყნის შესახებ რამდენიმე სიუჟეტს მოამზადებენ: მედიის რეფორმა, კულტურა, ეკოლოგია, იუსტიციის სახლის მუშაობა და ფორუმის შედეგები.

ყველა ახალი ამბავი
0