თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. ლვოვის ოლქში მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სამართალდამცავებს მოუწოდა, რომ ქვეყნის „დასავლეთ საზღვარზე კონტრაბანდის მარადიული ფესტივალი“ აღკვეთონ. თუმცა, პოლონეთთან ურთიერთობის მაღალ დონესაც გაუსვა ხაზი, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, საბჟოსა და მილიციას მკაფიო დავალებას ვაძლევ – შეწყვიტეთ ეს კონტრაბანდის მარადიული ფესტივალი დასავლეთ საზღვარზე“, – დაწერა პოროშენკომ „ტვიტერის“ გვერდზე.
პრეზიდენტის პრეს-სამსახური იუწყება, რომ პეტრო პოროშენკო ლვოვის ეროვნულ უნივერსიტეტში პოლონეთის პრეზიდენტისთვის, ბრონისლავ კომოროვსკისთვის Honoris causa-ს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიას დაესწრო.