მამრაძე: ევროკავშირის არმიის ჩამოყალიბება ჯერჯერობით არარეალურია

გამოწერა
“სპუტნიკ.მნენიას“ მორიგი კვლევის შედეგების თანახმად, რომელიც ბრიტანულმა სააგენტომ ICM Research–მა სააგენტოსა და რადიო „სპუტნიკისთვის“ დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში ჩაატარა, გამოკითხულთა მესამედი ვარაუდობს, რომ ევროკავშირს საკუთარი არმია უნდა გააჩნდეს და ნატოს ჯარებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. სტრატეგიული მართვის ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი პეტრე მამრაძე ფიქრობს, რომ ევროკავშირის ეგიდით სწრაფი რეაგირების არმიის ჩამოყალიბება ჯერჯერობით არარეალურია.

“სპუტნიკ. მნენიას“ მორიგი კვლევის შედეგების თანახმად, რომელიც ბრუტანულმა სააგენტომ ICM Research–მა სააგენტოსა და რადიო „სპუტნიკისთვის“ დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში ჩაატარა, გამოკითხულთა მესამედი ვარაუდობს, რომ ევროკავშირს საკუთარი არმია უნდა გააჩნდეს და ნატოს ჯარებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.

 „მოცემულ ეტაპზე ევროკავშირის ეგიდით სწრაფი რეაგირების არმიის ჩამოყალიბება არარეალურია. ერთადერთი, რაც რეალური გახდა, უკრაინაში მომხდარი ბოლო მოვლენების და ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ნატოს წევრი ქვეყნების მრავალრიცხოვანი მოთხოვნების შემდეგ, მათ ტერიტორიებზე მცირერიცხოვანი სამხედრო კონტინგენტის განთავსების გადაწყვეტილება იყო. ეს ერთადერთი რეალური მოვლენაა დღევანდელი ვითარების ფონზე, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ეთანხმება ნატოს მიერ აუცილებლობის შემთხვევაში მათ დაცვას, მიუხედავად ნატოს წესდების მეხუთე პუნქტის მოთხოვნისა“, — განაცხადა მამრაძემ.

ამავდროულად მამრაძემ აღნიშნა, რომ კვლევა მხოლოდ მოსახლეობის დამოკიდებულებას გამოხატავს და არა პროფესიონალი ექსპერტების შეფასებას.

 „ნატოში მთავარი მეხუთე პუნქტია — „მუშკეტერების პრინციპი“, რომელიც იძლევა მითითებას, თუ ქვეყანა არ არის ნატოს წევრი და თავს ესხმის ალიანსის წევრ–ქვეყანას, ნატოს ყველა სხვა წევრი ვალდებულია ეს მოვლენა აღიქვას ისე, როგორც ნატოზე თავდასხმა და ყველა მათგანი უნდა ჩაერთოს ბრძოლაში. ზუსტად ამ საკითხშია კრიზისი. საქართველოში ბოლო წლებში, აგვისტოს ომის შემდეგ ჩატარებული კვლევების შედეგების მიხედვით, ნატოს წევრი–ქვეყნების მოსახლეობის აბსოლუტურ უმეტესობას ეს აღარ სურს. ისინი აცხადებენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ სურთ ბალტიისპირეთის დაცვა თუ მათ რუსეთი თავს დაესხმება. მათი აზრით, არ ღირს, რომ მათი სამხედროები დაიღუპონ  ბალტიისპირეთის ქვეყნების გამო, რომლებიც ტრადიციულად რუსეთის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებიან“, — აღნიშნა მამრაძემ.

 


ყველა ახალი ამბავი
0