ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობის ნაწილი აშშ-ის გავლენის შემცირების მომხრეა

© Public Domainევროკავშირი
ევროკავშირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტ ნიკა ჩიტაძის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობის ნაწილს სურს, რომ ევროპაზე ამერიკის გავლენა შესუსტდეს.

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. ევროკავშირის ქვეყნების ნაწილს სურს, რომ ევროპამ უსაფრთხოების სისტემა ამერიკის გავლენის შესუსტების ხარჯზე გააძლიეროს, განაცხადა ნიკა ჩიტაძემ ხუთშაბათს, 2 ივლისს. 

„სპუტნიკ.მნენიას“ მორიგი გამოკითხვების მონაცემების თანახმად, რომელიც ბრიტანულმა კვლევითმა სააგენტო ICM Research-მა ჩაატარა ახალი ამბების სააგენტოსა და რადიო „სპუტნიკისთვის“ დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში, გამოკითხულთა მესამედი ფიქრობს, რომ ევროკავშირს საკუთარი არმია უნდა ჰყავდეს და არ იყოს დამოკიდებული ნატოს ჯარებზე. 

„მოსახლეობის ნაწილს, რომელიც ევროკავშირის გააქტიურებას უჭერს მხარს, აქვს გარკვეული ამბიციები, ამ სიტყვის დადებითი გაგებით, რომ ევროპამ უსაფრთხოების სისტემა ამერიკის გავლენის შესუსტების ხარჯზე გააძლიეროს. ახლა ევროკავშირის როლი სამშვიდობო ოპერაციებში ძლიერდება“, – აღნიშნა ჩიტაძემ. 

ამასთან, ექსპერტი სავსებით ლოგიკურად მიიჩნევს ევროკავშირის მოსახლეობის სურვილს, რომლებიც ნატოს ჯარების განთავსებას უჭერენ მხარს. გამოკითხვის თანახმად, გერმანელი და ბრიტანელი რესპონდენტების თითქმის ნახევარი (47% და 48% შესაბამისად) საკუთარ ქვეყნებში ნატოს ჯარების ყოფნას უჭერს მხარს. 

„მათ სურთ საკუთარ ქვეყნებში ნატოს ჯარის ხილვა, ვინაიდან უსაფრთხოების ძირითად გარანტად ევროპელებს შეერთებული შტატები მიაჩნიათ. ნატო ამ შემთხვევაში ევროპასა და აშშ-ს შორის ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობასთან ასოცირდება. გადამწყვეტ როლს აშშ ასრულებს და, გამომდინარე აქედან, მათ მიაჩნიათ, რომ მოცემული ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ნატოს ქოლგის ქვეშაა აუცილებელი“, – განაცხადა ჩიტაძემ. 

ექპერტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის შიგნით გარკვეული ალიანსი უკვე არსებობს, მაგრამ ეს იმდენად კოლექტიური უსაფრთხოების ალიანსი არ არის, რამდენადაც უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე მომუშავე სტრუქტურა. 

„კოლექტიური უსაფრთხოების საკითხი უფრო ნატოს კომპეტენციაში შედის, თუმცა, რადგან ევროკავშირი სამშვიდობო სფეროში თანამშრომლობს, გამორიცხული არ არის, რომ მისი როლი ევროპაში გაძლიერდეს. მით უმეტეს, რომ არსებობს ხელშეკრულება „ბერლინი პლუსი“, რომელზეც ნატომ და ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2003 წელს მოაწერეს ხელი და რომელიც ევროკავშირის მიერ ნატოს გარკვეული რესურსების გამოყენებას გულისხმობს“, – თქვა ჩიტაძემ. 


ყველა ახალი ამბავი
0