საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აბიტურიენტები, 2–3 ივლისს ქართულ ენასა და ლიტერატურაში მოსინჯავენ ძალებს. პირველმა ნაკადმა გამოცდების ჩაბარება დღეს, 2 ივლისს, დილის 9 საათზე დაიწყო.

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო და მასწავლებელთა სერტიფიცირების გამოცდები ხუთშაბათს, 2015 წლის 2 ივლისს დაიწყო. ერთიან ეროვნულ გამოცდებს დაახლოებით 40 ათასი აბიტურიენტი საქართველოს 19 საგამოცდო ცენტრში ჩააბარებს 2-22 ივლისს. 

აბიტურიენტები, 2-3 ივლისს ქართულ ენასა და ლიტერატურაში მოსინჯავენ ძალებს. პირველმა ნაკადმა გამოცდების ჩაბარება დღეს, 2 ივლისს, დილის 9 საათზე დაიწყო.

გამოცდა ზოგად უნარებში 6-7 ივლისს ჩატარდება, ხოლო 8-10 ივლისს აბიტურიენტები უცხო ენებს – ინგლისურს, ფრანგულს, გერმანულსა და რუსულს ჩააბარებენ. ეს სავალდებულო საგნებია. 

ამის შემდეგ დადგება მაპროფილებელი საგნების ჯერი: 

• გეოგრაფია – 13 ივლისი

• ისტორი – 14 ივლისი

• მათემატიკა – 15 ივლისი 

• ფიზიკა – 16 ივლისი 

• ლიტერატურა – 17 ივლისი 

• სამოქალაქო განათლება (წლეულს პირველად) – 20 ივლისი

• ბიოლოგია – 21 ივლისი

• სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – 21 ივლისი

• ქიმია – 22 ივლისი

 გარდა ამისა, 9-17 ივლისს ჩატარდება სამაგისტრო გამოცდები:

• წაკითხულის ანალიზი, ანალიტიკური წერა (ტესტირების ტიპი: A, C) – 9 ივლისი

• ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტიტების ტიპი A, C) – 10 ივლისი

• წაკითხულის ანალიზი, ანალიტიკური წერა (ტესტირების ტიპი: B) – 16 ივლისი

• ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტიტების ტიპი B) – 17 ივლისი. 

სახელმწიფო დაფინანსების მაძიებელი სტუდენტები შესაბამის გამოცდებს 20 ივლისს ჩააბარებენ. 


ყველა ახალი ამბავი
0