თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანია 1 ივლისს ბაკურიანის საზაფხულო სეზონის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.
1 ივლისიდან დიდველის ყველა საბაგირო იმუშავებს ყოველ დღე, 12:00 – 18:00 საათამდე. ასევე, იმუშავებს ფუნიკულიორი.
დიდველის მთაზე დამსვენებელს 5 სხვადასხვა სირთულის ველობილიკი დახვდება, რომელიც გაიწმინდა ქვებისგან და აღიჭურვა ველო ნიშნებით.
ბაკურიანი — სამთო-სათხილამურო კურორტია, რომელიც თბილისიდან 180 კმ-ზე, ზღვის დონიდან 1700-1800 მეტრის სიმაღლეზე, ბორჯომის ხეობაში, ხშირ წიწვოვან ტყეებშია განლაგებული.