თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. 2015 წლის იანვარ-მაისის პერიოდში საქართველოში თავშესაფარი 912-მა უცხოელმა მიიღო, მათ შორის 233 რუსეთის მოქალაქეა, იუწყება ოთხშაბათს, 1 ივლისს შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი.
გარდა ამისა, საქართველოს შსს-მ წარმოადგინა იმ პირთა სტატისტიკა, ვინც საქართველოში ლტოლვილის სტატუსი და ჰუმანიტარული თავშესაფარი მიიღო.
უწყების მონაცემებით, პირველ ადგილზე ჰუმანიტარული თავშესაფრის მიღების მხრივ არიან ერაყის მოქალაქეები (288 ადამიანი), შემდეგ — უკრაინის (202) და სირიის (63) მოქალაქეები.
რაც შეეხება ლტოლვილის სტატუსის მინიჭების კატეგორიას, აქ პირველ ადგილზე ერაყის მოქალაქეები (80 ადამიანი) არიან. შსს-ს მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-მაისის პერიოდში ლტოლვილის სტატუსი რუსეთის 16-მა მოქალაქემ მიიღო. მესამე ადგილზე ამ კატეგორიაში სირიის მოქალაქეები არიან.