რუსეთმა საქართველოსთან ექსტრადიციის შეთანხმებაზე უარი განმარტა

გამოწერა
რუსეთის ფედერაცია და საქართველო არიან როგორც 1998 წლის 6 მარტს მოსკოვში ხელმოწერილი კონვენციის მონაწილენი, რომელიც სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით თავისუფლებააღკვეთილი პირების გადაცემას გულისხმობს, ასევე 1983 წლის 21 მარტს სტრასბურგში პატიმრობამისჯილი პირების გადაცემის შესახებ ხელმოწერილი კონვენციის მონაწილენიც.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. რუსეთი უარს ამბობს საქართველოსთან შეთანხმებაზე პატიმრობაში მყოფი პირების გადაცემის შესახებ, რადგანაც ეს საკითხი რეგლამენტირებულია კონვენციით თავისუფლებააღკვეთილი პირების გადაცემის შესახებ, რომლის მონაწილეც ორივე მხარეა, იუწყება ოთხშაბათს რუსეთის იუსტიციის სამინისტრო. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სამსახური ”რია ნოვოსტი” წერს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, უარი თქვას საქართველოსთან შეთანხმებაზე დამნაშავეების გადაცემის შესახებ. შესაბამისი დოკუმენტი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს უკვე წარედგინა.

როგორც სამინისტროში განმარტეს, ამ დადგენილების აუცილებლობა იმით აიხსნება, რომ რუსეთის ფედერაცია და საქართველო არიან როგორც 1998 წლის 6 მარტს მოსკოვში ხელმოწერილი კონვენციის მონაწილენი, რომელიც სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით თავისუფლებააღკვეთილი პირების გადაცემას გულისხმობს, ასევე არიან 1983 წლის 21 მარტს სტრასბურგში პატიმრობამისჯილი პირების გადაცემის შესახებ ხელმოწერილი კონვენციის მონაწილენი.

”ამასთან დაკავშირებით, შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულება, რაც აუცილებელია ზემოაღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისთვის, არამიზანშეწონილად ჩაითვალა”, — აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

საქართველო პირველი ქვეყანა არაა, რომელთანაც რუსეთის ფედერაცია პატიმართა გადაცემის შესახებ სახელმწიფოთაშორის შეთანხმებას აუქმებს. უფრო ადრე, მარტის თვეში, რუსეთმა და ესტონეთმა ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს, რადგანაც ორ ქვეყანას შორის პატიმართა გადაცემის საკითხს ასევე აღნიშნული კონვენცია არეგულირებს. 


ყველა ახალი ამბავი
0