საქართველოს მოსახლეობის 49% ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად მზად არ არის

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოკითხულთა 32% სიგნალს სატელევიზიო ანტენიდან იღებს და ცვლილებები, პირველ რიგში, მათ შეეხებათ. საკაბელო ტელევიზიის მომსახურეობით მოსახლეობის 25% სარგებლობს, ხოლო 38% - თანამგზავრული ანტენებით.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად მზად არ არის, აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს” კვლევაში, რომელიც ოთხშაბათს, 1 ივლისს გამოქვეყნდა.

საქართველოში 1 ივლისიდან ანალოგური მაუწყებლობა ეტაპობრივად ციფრული მაუწყებლობით შეიცვლება. თბილისში, საგარეჯოში, კოჯორში, მარნეულსა და რუსთავში 1 ივლისის 10 საათიდან მოსახლეობა ქართულ ტელეარხებს ღია ეთერში მხოლოდ ციფრული ფორმატით მიიღებს. პროცესი მთელი საქართველოს ტერიტორიაზე 25 აგვისტოს დასრულდება.

”გამოკითხულთა 90% ინფორმირებულია ქვეყნის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შესახებ, მათი 49% ამ ცვლილებას მოუმზადებელი ხვდება”, — აღნიშნულია კვლევაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, გამოკითხულთა 32% სიგნალს სატელევიზიო ანტენიდან იღებს და ცვლილებები, პირველ რიგში, მათ შეეხებათ. საკაბელო ტელევიზიის მომსახურეობით მოსახლეობის 25% სარგებლობს, ხოლო 38% — თანამგზავრული ანტენებით.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) 2015 წლის 28 აპრილი-6 მაისის პერიოდში ჩაატარა. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 3,7%-ია.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ მის მისაღებად კონკრეტული სტანდარტის ტელევიზორები ან ე. წ. ”set-top boxes” მათთვის გახდება საჭირო, ვინც მაუწყებლობას ღია ეთერით, ე. წ. ”ოთახის ანტენით” იღებდა. აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ set-top boxes-ებით სოციალურად დაუცველი ოჯახების უზრუნველყოფის საკითხი გაითვალისწინა.

 

ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნეს, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას როგორც ქვეყნისთვის, ისე მაუწყებლებისა და მოსახლეობისთვის არა ერთი დადებითი მხარე აქვს.

 

ყველა ახალი ამბავი
0