რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომდგენელმა მიხეილ ხადარკოვსკის ნეფტეიუგანსკის მერის მკვლელობაში სავარაუდო მონაწილეობის შესახებ ისაუბრა.
"საგამოძებო კომიტეტის ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ამ მკვლელობისა და სხვა ბევრი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის პირდაპირი დამკვეთი შესაძლოა "იუკოსის" (რუსული ნავთობკომპანია) ხელმძღვანელი მიხაილ ხადარკოვსკი ყოფილიყო", — განაცხადა მარკინმა.
მარკინმა დაამატა, რომ ხელახლა აღძრულ საქმეში პოლიტიკური კონტექსტი არ არის. "ჩვენ ვსწავლობთ მხოლოდ იმ მუხლებს, რომელთა მიხედვითაც მკვლელობაში ხადარკოვსკის დამკვეთის როლი მტკიცდება. და არაა ჩვენი ბრალი, რომ ეს მუხლები სისხლის სამართლის კოდექსიდანაა", — საკუთარი Twitter-ის გვერდზე დაწერა მარკინმა ხადარკოვსკის ბლოგზე გამოქვეყნებული შეტყობინების საპასუხოდ.
გამოძიების ვერსიის თანახმად, 1998-2002 წლებში ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა "იუკსის" ყოფილი აქციონერის ლეონიდ ნევზლინის მითითებით ჩაიდინეს რიგი მკვლელობებისა, მათ შორის ნეფტეიუგანსკის მერის, ვლადიმერ პეტუხოვის. ნევზლინს დაუსწრებლად მიუსაჯეს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა. 2003 წლიდან ნევზლინი ისრაელში ცხოვრობს. ნეფტეიუგანსკის მერის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალი უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ თანამშრომელს ალექსეი პიჩუგინს წაუყენეს, რომელსაც ასევე უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.