თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ცნობილი ქართველი მომღერალი ნინო ქათამაძე მონაწილეობას მიიღებს საქველმოქმედო ტელემარათონში ”მე ვარ თბილისი”, რომელიც ბათუმში 3 ივლისს გაიმართება და შემოსული სახსრები თბილისის წყალდიდობისას დაზარალებულთა დახმარებას მოხმარდება.
”გელით. ერთად დავეხმაროთ დაზარალებულ ოჯახებს”, — ნათქვამია ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ სხვა შემსრულებლებიც. მათ შორის არიან: ლაშა ღლონტი, სოფო ხალვაში, ზვიად ბოლქვაძე, აჩიკო ბერიძე, გიორგი ნაკაშიძე, აჩიკო გოგიტიძე, თეო ჩიტიშვილი, ნიკო და გიორგი ბერიძეები, ირაკლი კახიძე, ვაჟა ტუღუში, აკე პატარაია, ანი კეკუა, ნიკა კიკნაძე, მუხრან ვახტანგაძე.
ასევე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე გამოვლენ: ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“, აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი “ხორუმი“, მელიტონ კუხიანიძის სახელობის აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, მერიასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი “ბათუმი“ და ლაშა ღლონტის სტუდია „ლალე“.
მსურველებს თანხის გადარიცხვა მითითებულ საბანკო ანგარიშზე შეუძლიათ GE30TB7600236080100002