მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სქელმა კვამლმა ჩერნობილთან ახლოს მდებარე ტერიტორია დაფარა

გამოწერა
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის გარშემო ზონაში ორშაბათს საღამოს გაჩენილი ხანძარი, 130 ჰექტარზე გავრცელდა.

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის გარშემო ზონაში ორშაბათს საღამოს გაჩენილი ხანძარი, 130 ჰექტარზე გავრცელდა.

ხანძრის მიზეზი სატყეო მეურნეობაში "ჩერნობილის ტევრი", რომელიც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან დაახლოებით 70 კილომეტრში მდებარეობს, ხმელი ბალახისა და ბუჩქების აალება გახდა, "რია ნოვოსტის" შეატყობინა კიევის ოლქის უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის სამმართველოს პრეს-ცენტრმა. მაშველთა მონაცემებით, ხანძარი მდინარის ჭალაში ორშაბათს საღამოს გაჩნდა.

შემთხვევის ადგილზე მისულია სახანძრო სამსახური, მუშაობს მობილური ოპერატიული ჯგუფი. ხანძარი არ ემუქრება ტყეს და ჩერნობილში მდებარე ობიექტებს, რადიაციული ფონი ნორმაშია, აღნიშნა უწყებამ.

ჩერნობილთან ახლოს მდებარე ტერიტორიაზე აპრილის ბოლოსაც იყო ხანძარი, რომლის კერაც დაახლოებით 400 ჰექტარზე გავრცელდა. მის ლიკვიდაციას დაჭირდა 300-ზე მეტი ადამიანი და 51 ერთეული სპეცტექნიკა, მათ შორის თვითმფრინავები და ვერტმფრენები. რადიაციული ფონი კიევსა და ჩერნობილში, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძრის შემდეგ ნორმაში დარჩა.

ყველა ახალი ამბავი
0