მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ტურნირის მეორე რაუნდში გადავიდა

© https://www.facebook.com/sport.youth.georgiaჩოგბურთი, ნიკოლოზ ბასილაშვილი
ჩოგბურთი, ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე ესპანელი ფელიციანო ლოპესი იქნება.

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოს პირველმა  ჩოგანმა  ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის ტურნირის პირველ წრეში, სამ სეტში მოუგო არგენტინელ ფაგუნდო ბანისს ანგარიშით 6:4, 7:6, 6:2,  და შეჯიბრის მეორე რაუნდში გადავიდა.

 ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი სეტი თავის მოწინააღმდეგეზე ცუდად ჩაატარა. 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა ბანისის 2-ის წინააღმდეგ. არც ერთი ჩაწოდება არ გაუკეთებია, მაშინ როდესაც არგენტინელმა 4-ჯერ ჩააწოდა. მხოლოდ 5 აქტიური ქულა დაიმსახურა მოწინააღმდეგის 10 ქულის გვერდით. მიუხედავად ამისა, ბასილაშვილმა მოახერხა ერთი „ბრეიქის“ გაკეთება, რამაც მას წარმატება მოუტანა პირველ პარტიაში. 

 მეორე სეტში უფრო თანაბარი ორთაბრძოლა გაიმართა. ვერც ერთმა ჩოგბურთელმა ვერ შეძლო მოწინააღმდეგის ჩაწოდების აღება. სეტის კანონზომიერი დასასრული გახდა ბასილაშვილის „ტაი-ბრეიქი“ და შედეგად  7:3.

 მესამე, როგორც შემდეგ აღმოჩნდა გადამწყვეტი რაუნდი, ქართველი ჩოგბურთელის უპირატესობით წარიმართა. სამი „ბრეიქით“ ბასილაშვილმა უზრუნველყო თავისი   სოლიდური უპირატესობა. შედეგად —  6:2 და მეორე წრეში გადასვლა. 

ბასილაშვილი თავის კარიერაში პირველად იღებს მონაწილეობას უიმბლდონის ტურნირში და დღევანდელი წარმატებით, მსოფლიოს 153-ე ჩოგანმა 45 რეიტინგული ქულა და თავის ანგარიშზე მინიმუმ 47 ათასი ფუნტი სტერლინგი მოიპოვა. 

ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე ესპანელი ფელიციანო ლოპესი იქნება.


ყველა ახალი ამბავი
0