თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. პოლიციამ ქალაქ ქუთაისში 14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით 1995 წელს დაბადებული რეზო ლ. დააკავა. ამის შესახებ საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახური იტყობინება.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ხარაგაულის რაიონის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი თანასოფლელი ბიჭი გააუპატიურა. მომხდარი ფაქტის შემდეგ, არასრულწლოვანმა თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე თვითმკვლელობა სცადა“, ნათქვამია შეტყობინებაში.
უგონო მდგომარეობაში მყოფი მოზარდი ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. იგი მეორე დღეს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
გამოძიება 14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე მიმდინარეობს - საქართველოს სსკ-ს 115-ე და 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით, რაც 15-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.