თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა სამშაბათს, 30 ივნისს მხარი დაუჭირეს წინადადებას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტისათვის მეთორმეტე საუკუნის ცნობილი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭების თაობაზე. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს პრეს-სამსახური იტყობინება.
ინიციატივას, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 4 ივნისს წამოაყენა, საკრებულოს 50 დეპუტატიდან 30-მა დაუჭირა მხარი.
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილე აღინიშნება.