თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. რუსეთის ფედერაციის მინისტრთა კაბინეტმა გადაწყვიტა, უარი თქვას საქართველოსთან შეთანხმებაზე დამნაშავეთა ურთიერთგადაცემის შესახებ, შესაბამისი დოკუმენტი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს გადაეცა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი”.
რუსეთის ფედერაციის მთავრობის 26.06.2015 წლის დადგენილება №633 — ” გადაეგზავნოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს წინადადება ქართული მხარისთვის უწყების გაგზავნის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაცია არ აპირებს გახდეს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის შეთანხმების მონაწილე, რაც თავისუფლებააღკვეთილი პირების სასჯელის მოხდის მიზნით გადაცემას ითვალისწინებს”, აღნიშნული დადგენილება გამოქვეყნებულია სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე სამშაბათს, 30 ივნისს. მთავრობამ წარდგენილი წინადადება მოიწონა.
”წარედგინოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს წინადადება უწყების გაგზავნის შესახებ”, — აღნიშნულია დოკუმენტში.