მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ფრაქცია „პეტრე პოროშენკოს ბლოკს“ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის მოხსნა სურს

© photo: Sputnik / Михаил Полинчак / გადასვლა მედიაბანკშიალექსანდრე კვიტაშვილი
ალექსანდრე კვიტაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის მიმართ განსაკუთრებული პრეტენზიები არ გვაქვს, მაგრამ დღეს მას სამინისტროში არსებული სიტუაციის მართვა არ შეუძლია, აცხადებს რადას დეპუტატი.

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „პეტრე პოროშენკოს ბლოკი“ ხუთშაბათს უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის, ალექსანდრე კვიტაშვილის თანამდებობიდან მოხსნის საკითხის ინიცირებას აპირებს, განაცხადა სამშაბათს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ იგორ კონონენკომ. 

უკრაინის მთავრობაში რამდენიმე ქართველი ყოფილი მაღალჩინოსანი იკავებს თანამდებობას, კერძოდ, კვიტაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობს. უწყების ხელმძღვანელის მიმართ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ისმის კრიტიკა რეფორმების ნელი ტემპისა და წამლების სახელმწიფო შესყიდვებისას დაშვებული შეცდომების გამო. 

„რადას ჯანდაცვის მინისტრის შეცვლის საკითხს ხუთშაბათს წარვუდგენთ.  ამ ადამიანის მიმართ განსაკუთრებული პრეტენზიები არ გვაქვს, მაგრამ დღეს მას სამინისტროში არსებული სიტუაციის მართვა არ შეუძლია“, — ციტირებს კონონენკოს სიტყვებს პარტიის პრეს-სამსახური. 

დეპუტატმა განაცხადა, რომ პარლამენტი ხუთშაბათს ასევე შეძლებს პრეზიდენტის მიერ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის საკითხის განხილვას. ამ თანამდებობაზე, დეპუტატის თქმით, პრეზიდენტმა შესაძლოა პარლამენტს ვასილი გრიცაკის კანდიდატურა შესთავაზოს. კონონენკომ დაამატა, რომ დეპუტატები ხუთშაბათს ადგილობრივ არჩევნებზეც იმსჯელებენ.  


ყველა ახალი ამბავი
0